ვიტალი კლიჩკო - უკრაინას არ სურს უკან საბჭოთა კავშირში, პუტინი ამას არ ეთანხმება #1TVSPORT
სუპერმძიმე წონაში მსოფლიოს ყოფილმა ჩემპიონმა, ამჟამად კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ განაცხადა, რომ უკრაინის მომავალს ევროპის შემადგენლობაში ხედავს და არ სურს რუსეთთან დაახლოება.
„ჩვენი აღმოსავლელი მეზობელი ძალიან უკმაყოფილოა ჩვენი გადაწყვეტილებით – გავხდეთ ევროპული ოჯახის წევრი.
არ გვინდა უკან საბჭოთა კავშირში. იქ ერთხელ უკვე ვიყავით და ჩვენს მომავალს ვხედავთ ევროპის შემადგენლობაში. მისტერ პუტინი ამას არ ეთანხმება. მათ აქვთ საბჭოთა იმპერიის აღდგენის იდეა, ჩვენ კი არ გვინდა მათი ნაწილი გავხდეთ. საკუთარ მომავალს ვხედავთ თანამედროვე დემოკრატიულ ქვეყანაში.
როგორც ყოფილმა ოფიცერმა, დიდი დრო გავატარე არმიაში. და როგორც ყოფილი ჯარისკაცი, მზად ვარ დავიცვა ჩემი ქვეყანა, მისი დამოუკიდებლობა და ტერიტორიული მთლიანობა“, – განაცხადა კლიჩკომ.