ვიტალი კლიჩკო - გამოძიება კიევში მომხდარი აფეთქების რამდენიმე ვერსიას განიხილავს
ვიტალი კლიჩკო - გამოძიება კიევში მომხდარი აფეთქების რამდენიმე ვერსიას განიხილავს

უკრაინის დედაქალაქის მერის, ვიტალი კლიჩკოს თქმით, სამართალდამცავები კიევში დღეს მომხდარი აფეთქების ორ ვერსიაზე მუშაობენ. როგორც ვიტალი კლიჩკომ განაცხადა, ერთ-ერთი ბუნებრივი გაზის აფეთქება, ხოლო მეორე ასაფეთქებელი ნივთიერებაა.

„ახლა ადგილზე მუშაობენ სპეციალისტები და ნიმუშები ექსპერტიზაზე წაიღეს. შედეგები მოგვიანებით გახდება ცნობილი“, – განაცხადა ვიტალი კლიჩკომ.

შეგახსენებთ, რომ აფეთქება დღეს დილით ცხრა სართულიან სახლში მოხდა. შედეგად, რამდენიმე სართული ჩამოინგრა. მომხდარის შემდეგ მაშველებმა ნანგრევებიდან ორი დაღუპულის ცხედარი ამოიყვანეს. სამაშველო-სამძებრო ოპერაცია გრძელდება. შემთხვევის ადგილზე მუშაობს პოლიცია, ასევე მაშველები და ექიმები. მობილიზებულია სპეცტექნიკა.

დატოვე კომენტარი