„ვიტ ჯორჯიამ“ პლეი-აუტი გაინაღდა, „გაგრამ" საქმე გაირთულა (ვიდეო)
„ვიტ ჯორჯიამ“ პლეი-აუტი გაინაღდა, „გაგრამ" საქმე გაირთულა (ვიდეო)

ეროვნულ საფეხბურთო ლიგა 2-ში 34-ე ტურის თამაშები გაიმართა და ბევრი რამ გაირკვა.

აუტსაიდერთა ჯგუფის წარმომადგენელმა, მარტვილის „მერანმა“ თბილისის „ნორჩი დინამო“ ევჰენი ზახარჩენკოსა (47) და ცოტნე ფაცაციას (90) გოლებით 2:0 დაამარცხა და პლეი აუტში მოხვედრის შანსი დაიბევა – მარტვილელებს თეორიული შანსი აქვთ, რომ ლიგაში ადგილი პირდაპირი წესითაც შეინარჩუნოს.

„მცხეთა პარკზე“ „ვიტ ჯორჯიამ“ „შევარდენი 1906“-ს უმასპინძლა. ალეკო ჩაკვეტაძისა (77) და ზურაბ მუსელიანის (90) გოლებით მასპინძლებმა 2:0 მოიგეს და ეროვნულ ლიგაში გადასასვლელ პლეი-აუტში თამაშის უფლება ოფიციალურად მოიპოვეს.

ასეთივე შანსი ჰქონდა „თელავს“, რომელმაც საკუთარ არენაზე აუტსაიდერთა ჯგუფის წარმომადგენელი წყალტუბოს „სამგურალი“ მიიღო და 0:1 დამარცხდა. სტუმართაგან ერთად-ერთი გოლი 73-ე წუთზე ეფექტური დარტყმით გაბრიელ საღრიშვილმა გაიტანა.

ეროვნულ ლიგაში გადასულმა ბათუმის „დინამომ“ „ცხინვალი“ მიიღო და 4:0 სძლია. თავი გამოიჩინეს ჯოვინო ფლამარიონმა (47, 79) და ლადო მამუჩაშვილმა (68), ერთიც სტუმართა ფეხბურთელმა, სანდრო ქრისტესიაშვილმა (56. ავტოგოლი) საკუთარ კარში ჩაჭრა – „დინამომ“ 4:0 გაიმარჯვა.

დღეს „გაგრას“ საშინაო არენაზე ქობულეთის „შუქურა“ მიიღო და მოგების შემთხვევაში, დიდი ალბათობით, პლეი-აუტში თამაშის უფლებას მოიპოვებდა. მაგრამ აუტსაიდერმა 1:0 გაიმარჯვა. დოს რეის რამოსმა მასპინძელთა კარი 44-ე წუთზე აიღო. ქობულეთელებს მსაჯის მიერ დამატებულ დროში უპირატესობის გაზრდაც შეეძლოთ, მაგრამ გიორგი ჩელებაძემ პენალტი ვერ გამოიყენა.