ვიქტორია ნულანდი აცხადებს, რომ პოლონეთის მიერ აშშ-ის განკარგულებაში თავისი „მიგ-29“ ტიპის თვითმფრინავების გადაცემის გადაწყვეტილება მოულოდნელი იყო
ვიქტორია ნულანდი აცხადებს, რომ პოლონეთის მიერ აშშ-ის განკარგულებაში თავისი „მიგ-29“ ტიპის თვითმფრინავების გადაცემის გადაწყვეტილება მოულოდნელი იყო

პოლონეთის გადაწყვეტილება, გადასცეს აშშ-ს განკარგულებაში თავისი „მიგ-29“ ტიპის თვითმფრინავები, ვარშავის მხრიდან მოულოდნელი ნაბიჯი იყო, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ, ვიქტორია ნულანდმა განაცხადა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

„რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ჩვენთან წინასწარ არ ყოფილა კონსულტაციები იმასთან დაკავშირებით, რომ ისინი ამ თვითმფრინავების ჩვენთვის გადმოცემას გეგმავდნენ. ასე რომ, ვფიქრობ, ეს იყო პოლონელების მხრიდან მოულოდნელი ნაბიჯი“, – განცხადა ნულანდმა.

ნულანდის თქმით, ამჟამად საჭიროა, „შეფასდეს პოლონეთის საჭიროებები იმის გათვალისწინებით, რომ ის კონფლიქტის მიმდებარე ქვეყანაა“.

„პოლონეთი სარგებლობს სრული საჰაერო უსაფრთხოებით ნატო-ს ალიანსისგან. ახლა მთავარი საკითხია, შეფასდეს, თუ რა არის პოლონეთის მყისიერი საჭიროებები იმ კონტექსტში, რომ ის არის ამ კონფლიქტის მეზობლად“, – განაცხადა ნულანდმა და აღნიშნა, რომ ვაშინგტონი ასევე განიხილავს პოლონეთში „პეტრიოტის“ ტიპის რამდენიმე ანტისარაკეტო სისტემის განთავსების შესაძლებლობას.

ცოტა ხნის წინ პოლონეთის მთავრობამ განაცხადა, რომ მზად არის, თავის კუთვნილებაში არსებული „მიგ-29“ ტიპის ყველა გამანადგურებელი გერმანიაში მდებარე რამშტაინის ამერიკულ სამხედრო ბაზაზე განათავსოს და გადასცეს ისინი აშშ-ის ხელისუფლების განკარგულებაში დაუყოვნებლივ და უფასოდ.