პოლონეთის ხელისუფლება მზად არის, თავის კუთვნილებაში არსებული „მიგ-29“ ტიპის ყველა გამანადგურებელი გერმანიაში ამერიკულ  ბაზაზე განათავსოს და აშშ-ს განკარგულებაში გადასცეს
პოლონეთის ხელისუფლება მზად არის, თავის კუთვნილებაში არსებული „მიგ-29“ ტიპის ყველა გამანადგურებელი გერმანიაში ამერიკულ ბაზაზე განათავსოს და აშშ-ს განკარგულებაში გადასცეს

პოლონეთის ხელისუფლება მზად არის, თავის კუთვნილებაში არსებული „მიგ-29“ ტიპის ყველა გამანადგურებელი გერმანიაში მდებარე რამშტაინის ამერიკულ სამხედრო ბაზაზე განათავსოს და გადასცეს ისინი აშშ-ის ხელისუფლების განკარგულებაში დაუყოვნებლივ და უფასოდ. ამის შესახებ ნათქვამია პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში, რომელიც უკრაინისთვის თვითმფრინავების მიწოდების შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის განცხადებას ეხება.

ამავე დროს, ოფიციალური ვარშავა აშშ-ს მიმართავს თხოვნით, მიაწოდოს ვარშავას გამოყენებული თვითმფრინავები შესაბამისი საექსპლუატაციო შესაძლებლობებით. პოლონეთის მთავრობა მზადყოფნას გამოთქვამს, დაუყოვნებლივ შეიმუშაოს აღნიშნული თვითმფრინავების შესყიდვის პირობები.

პოლონეთის მთავრობა ასევე მოუწოდებს ნატო-ს მოკავშირეებს, რომლებიც „მიგ-29“ ტიპის გამანადგურებლებს ფლობენ, ანალოგიურად იმოქმედონ.