ვიქტორ სანიკიძე - სააკაშვილის მიმართ სისხლის სამართლის განაჩენია დამდგარი, არაფერზე თუ  არ ჰქონდა პასუხი საგები, სად მიდიოდა
ვიქტორ სანიკიძე - სააკაშვილის მიმართ სისხლის სამართლის განაჩენია დამდგარი, არაფერზე თუ არ ჰქონდა პასუხი საგები, სად მიდიოდა

მიხეილ სააკაშვილის მიმართ სისხლის სამართლის განაჩენია დამდგარი და რას ნიშნავს, პასუხი არ უნდა აგოს? – თუ არაფერზე პასუხი არ ჰქონდა საგები, სად მიდიოდა? – კითხვებზე პასუხი გაეცა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ვიქტორ სანიკიძემ განაცხადა.

ვიქტორ სანიკიძე დარწმუნებულია, რომ საქართველოში ჩამოსვლასთან დაკავშირებით სააკაშვილის გუშინდელი განცხადება მორიგი ტყუილი დაპირებაა.

„მას საქართველოში დარჩენის სურვილი თუ ჰქონდა, არც უნდა წასულიყო და მოქალაქეობაზე უარი არ უნდა ეთქვა. ახლა რომ ამბობს, ქვეყანას უნდა დავეხმაროო, ეს აზრს მოკლებული განცხადებაა. რატომ არის მისი განცხადება ჩამოსვლაზე დღეს დამაჯერებელი და არ იყო 2017-2020 წელს, მისთვის დღეს რა შეიცვალა? ყველა არჩევნებზე ამბობს, აი, დღეს წყდება ჩვენი ქვეყნის ბედიო. მის განცხადებაში განსხვავებული რა არის? ღრმად ვარ დარწმუნებული, სააკაშვილის განცხადება მორიგი ტყუილი დაპირებაა. დაველოდოთ, ვნახოთ, თუ ჩამოვა“, – განაცხადა ვიქტორ სანიკიძემ.

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გუშინ ვიდეომიმართვისას საქართველოში ჩამოსვლასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა.

„ავიღე ბილეთი 2 ოქტომბრის საღამოსთვის, რათა თქვენთან ერთად ვიყო თბილისში და დავიცვა თქვენი ნება, თქვენი ნების გამოხატულება და თქვენთან ერთად მივიღო მონაწილეობა საქართველოს გადარჩენაში“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

დატოვე კომენტარი