ვიქტორ ორბანი - ზელენსკი კვლავ იყენებს მორალურ შანტაჟს, რათა ქვეყნები აიძულოს, მხარი დაუჭირონ მის საომარ მცდელობებს, უნგრეთს არ აქვს მორალური ვალდებულება, მხარი დაუჭიროს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას
ვიქტორ ორბანი - ზელენსკი კვლავ იყენებს მორალურ შანტაჟს, რათა ქვეყნები აიძულოს, მხარი დაუჭირონ მის საომარ მცდელობებს, უნგრეთს არ აქვს მორალური ვალდებულება, მხარი დაუჭიროს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის აკრიტიკებს და აცხადებს, რომ უნგრეთს მორალური ვალდებულება არ აქვს, მხარი დაუჭიროს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას.

„აღმოჩნდა, რომ პრეზიდენტ ზელენსკის სურს, გადაწყვიტოს, რა არის უნგრელებისთვის საუკეთესო. ის კვლავ იყენებს თავის ჩვეულ ტაქტიკას – მორალურ შანტაჟს, რათა ქვეყნები აიძულოს, მხარი დაუჭირონ მის საომარ მცდელობებს“, – წერს ორბანი სოციალურ ქსელში.

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი აღნიშნავს, რომ ვერცერთმა ქვეყანამ შანტაჟით ვერ მოიპოვა ევროკავშირის წევრობა.

„დიდი პატივისცემით, ბატონო პრეზიდენტო, უნგრეთს მორალური ვალდებულება არ აქვს, მხარი დაუჭიროს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას. არცერთი ქვეყანა არასდროს შესულა ევროკავშირში შანტაჟის გზით და ეს ამჯერადაც არ მოხდება. უნგრელმა ხალხმა გადაწყვიტილება მიიღო. მათ რეფერენდუმზე დიდი უმრავლესობით უარი თქვეს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებაზე. თუ გსურთ, ეს შეცვალოთ, მედიაკამპანია, რომელსაც უნგრეთის წინააღმდეგ აწარმოებთ, ალბათ არ არის საუკეთესო გზა მეგობრების შესაძენად“, – აღნიშნავს ვიქტორ ორბანი.

ცნობისთვის, მანამდე უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, რომ უკრაინა იქნება ევროკავშირში, ორბანთან ერთად, ან მის გარეშე. ზელენსკის თქმით, ის დარწმუნებულია, რომ უნგრელი ხალხი უკრაინას ნებისმიერ შემთხვევაში უჭერს მხარს.