ვიქტორ ორბანი აცხადებს, რომ უკრაინისთვის ევროკავშირის დამატებითი 50 მილიარდი ევროს დახმარების გამოყოფის საკითხს ვეტო დაადო
უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის განცხადებით, უნგრეთმა დაბლოკა უკრაინისთვის ევროკავშირის 50 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება.
„ღამის შეჯამება: ვეტო უკრაინას დამატებით ფულზე, ვეტო მრავალწლიანი ფინანსური ჩარჩოს მიმოხილვაზე. საკითხს მომავალ წელს ევროპულ საბჭოში სათანადო მომზადების შემდეგ დავუბრუნდებით“, – წერს ვიქტორ ორბანი სოციალურ ქსელში.
ევროპულმა საბჭომ გუშინ მიიღო გადაწყვეტილება უკრაინასა და მოლდოვასთან გაწევრიანების მოლაპარაკებები გახსნის შესახებ. როგორც გაირკვა, გადაწყვეტილების მიღების დროს ვიქტორ ორბანი დარბაზში არ იყოფებოდა. უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა დაადასტურა, რომ თავი შეიკავა ევროპული საბჭოს სხდომაზე უკრაინასთან ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების პროცესის დაწყების საკითხზე კენჭისყრაში მონაწილეობისგან და განაცხადა: „უკრაინასთან გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყება არის ცუდი გადაწყვეტილება, უნგრეთი არ მონაწილეობდა ამ გადაწყვეტილების მიღებაში“.
მოგვიანებით, ბელგიის პრემიერ-მინისტრმა, ალექსანდრ დე კრომ განმარტა, რომ ვიქტორ ორბანს უკრაინის საკითხზე ვეტოს უფლებით არ უსარგებლია, ის ხმის მიცემაში არ მონაწილეობდა.
Summary of the nightshift:
🚫 veto for the extra money to Ukraine,
🚫 veto for the MFF review.
We will come back to the issue next year in the #EUCO after proper preparation.— Orbán Viktor (@PM_ViktorOrban) December 15, 2023