ვიქტორ ორბანი - უკრაინასთან გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყება არის ცუდი გადაწყვეტილება, უნგრეთი არ მონაწილეობდა ამ გადაწყვეტილების მიღებაში
ვიქტორ ორბანი - უკრაინასთან გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყება არის ცუდი გადაწყვეტილება, უნგრეთი არ მონაწილეობდა ამ გადაწყვეტილების მიღებაში

უკრაინასთან გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყება არის ცუდი გადაწყვეტილება. უნგრეთი არ იღებდა მონაწილეობას ამ გადაწყვეტილების მიღებაში, – ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი სოციალურ ქსელში წერს.

ამასთან, ორბანი ვიდეომიმართვასაც აქვეყნებს.

„ჩვენ მოლაპარაკებების მაგიდასთან ვიყავით თითქმის რვა საათის განმავლობაში ბრიუსელში სამიტზე. ჩვენ გვაქვს დიდი დებატები ევროკავშირში უკრაინის წევრობის შესახებ. უნგრეთის პოზიცია მკაფიოა, უკრაინა არ არის მზად, დაიწყოს ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებები. ამ გარემობებეში უკრაინასთან წევრობის მოლპარაკებების დაწყება არის სრულიად აზრს მოკლებული, არარაციონალური, არასწორი გადაწყვეტილება და უნგრეთი არ შეიცვლის თავის პოზიციას. მეორე მხრივ, დანარჩენმა 26-მა ქვეყანამ დაჟინებით მოითხოვა ამ გადაწყვეტილების მიღება. შესაბამისად, უნგრეთმა გადაწყვიტა, რომ თუ 26-მა ქვეყანამ გადაწყვიტა ამის გაკეთება, ისინი საკუთარი გზით უნდა წავიდნენ. უნგრეთს არ სურს, მონაწილეობა გაიზიაროს. ეს ცუდი გადაწყვეტილებაა და ამ მიზეზით უნგრეთს არ მიუღია მონაწილეობა დღევანდელ ამ გადაწყვეტილებაში“, – აცხადებს ორბანი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ვიდეომიმართვაში.