ვიქტორ ორბანი აცხადებს, რომ შვედეთისა და ფინეთის ნატო-ში გაწევრიანების პროტოკოლის რატიფიცირებას უნგრეთის პარლამენტი 2023 წელს მოახდენს
ვიქტორ ორბანი აცხადებს, რომ შვედეთისა და ფინეთის ნატო-ში გაწევრიანების პროტოკოლის რატიფიცირებას უნგრეთის პარლამენტი 2023 წელს მოახდენს

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი აცხადებს, რომ შვედეთისა და ფინეთის ნატო-ში გაწევრიანების პროტოკოლის რატიფიცირებას უნგრეთის პარლამენტი 2023 წელს მოახდენს. ამის შესახებ განცხადება ვიქტორ ორბანმა სლოვაკეთში, ე.წ. ვიშეგრადის ოთხეულის წევრი ქვეყნების ლიდერების შეხვედრაზე გააკეთა.

მისი თქმით, დარწმუნებულია, რომ უნგრეთის პარლამენტი შვედეთისა და ფინეთის ნატო-ში გაწევრიანებას დაუჭერს მხარს, როგორც ეს მთავრობამ გააკეთა.

უნგრეთი და თურქეთი არიან ნატო-ს წევრი ის ქვეყნები, რომელთაც ჩრდილოატალანტიკურ ალიანსში შვედეთისა და ფინეთის შესვლის პროტოკოლი ჯერ არ დაუმტკიცებიათ.