„რეალის“ ფორვარდმა, ვინისიუსმა კონტრაქტი გააგრძელა მადრიდულ კლუბთან.
როგორც გაზეთი Marca წერს, ოფიციალური განცხადება ხელშეკრულების გახანგრძლივების შესახებ მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის დასრულების შემდეგ გაკეთდება.
უფრო ადრე პრესა წერდა, რომ 24 წლის ფეხბურთელი ხელს მოაწერდა კონტრაქტს, რომელიც 2030 წლის ზაფხულამდე იქნება ძალაში.
ვინისიუსი „რეალში“ 2018 წლიდან გამოდის. გასულ სეზონში მან ყველა ტურნირზე 53 მატჩი ჩაატარა, 21 გოლი გაიტანა და 18 შედეგიანი გადაცემა შეასრულა.