ვინისიუსმა ლა ლიგაში ოთხმატჩიანი დისკვალიფიკაცია მიიღო #1TVSPORT
ცნობილი გახდა მიზეზები, რის გამოც მადრიდის „რეალის“ თავდამსხმელი ვინისიუსი ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის (RFEF) სადისციპლინო კომიტეტისგან ხანგრძლივ დისკვალიფიკაციას მიიღებს. ამის შესახებ პორტალი Fútbolgate-ი იუწყება ორგანიზაციის ოფიციალურ დოკუმენტზე დაყრდნობით.
სადისციპლინო კომიტეტის ვერდიქტის თანახმად, ფეხბურთელის სასჯელი ორი ცალკეული ეპიზოდისგან შედგება:
– ორმატჩიანი დისკვალიფიკაცია ფეხბურთელმა 130.2 მუხლის მიხედვით მიიღო – „ძალადობრივი მოქმედება“ ბურთისთვის ბრძოლის მიღმა (ეპიზოდი, სადაც ბრაზილიელმა „ვილიარეალის“ მცველ ნათან-დილან სალიბას თმაზე მოქაჩა);
– კიდევ ერთი ორმატჩიანი დისკვალიფიკაცია 127-ე მუხლის მიხედვით დაეკისრა – წითელი ბარათის მიღების შემდეგ მსაჯის მიმართ გამოხატული აგრესიული პროტესტისა და გამონათქვამების გამო.
საერთო ჯამში, ვინისიუსი ესპანეთის ლა ლიგის ოთხ უახლოეს შეხვედრას გამოტოვებს „სევილიის“, „ბარსელონას“, „რასინგისა“ და „ვალენსიის“ წინააღმდეგ.