ვინისიუსის აზრით, „რეალს“ ჩემპიონთა ლიგაზე დარჩენილი მატჩების მოგება შეუძლია
„რეალ მადრიდის“ ბრაზილიელ თავდამსხმელ ვინისიუსს მიაჩნია, რომ გუნდს ჩემპიონთა ლიგაზე შექმნილი სირთულეების გადალახვა შეუძლია. ჯგუფური ტურნირის მეორე მატჩში მადრიდელებმა საკუთარ კედლებში „ბრიუგეს“ დამარცხება ვერ მოახერხეს (2:2), პირველ შეხვედრაში კი სტუმრად „პარი სენ-ჟერმენთან“ განადგურდნენ (0:3).
„ბრიუგესთან ძალიან ცუდი პირველი ტაიმი ჩავატარეთ“, – ციტირებს გაზეთი „მარკა“ ვინისიუსს, – „მაგრამ შესვენების შემდეგ ცუდად არ გამოვიყურებოდით. ჩვენ მეტი ყურადღებით მოქმედება გვმართებს. წინ ბევრი მატჩია და დარწმუნებული ვარ, კვლავინდებურად გამარჯვებებს დავიწყებთ. „რეალს“ ჩემპიონთა ლიგაზე დარჩენილი ყველა მატჩის მოგება შეუძლია“, – დაასრულა ბრაზილიელმა.