საბა საზონოვმა ესპანეთის თასზე „ხეტაფეს“ სასტარტო შემადგენლობაში ითამაშა #1TVSPORT
საბა საზონოვი ზედიზედ მეორედ გამოჩნდა „ხეტაფეს“ ძირითად შემადგენლობაში, რომელიც ესპანეთის თასზე „ლებრიხანას“ ესტუმრა და 3:2 დაამარცხა.
საქართველოს ნაკრების მცველმა კოპა დელ რეის 1/64-ფინალში „ხეტაფეს“ რიგებში 45 წუთი ითამაშა, მე-9 წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო და შესვენების შემდეგ შეცვალეს.
დაბალი ლიგის „ლებრიხანამ“ ლა ლიგის გუნდს დიდი წინააღმდეგობა გაუწია და 23-ე წუთზე ორბურთიანი უპირატესობით დაწინაურდა. თუმცა, „ხეტაფემ“ შესვენებამდე წონასწორობა აღადგინა, მანგალას (68-ე წუთი) გოლით კი 1/32-ფინალში გავიდა.