ვახო ბედოშვილი ფიფა-მ ოთხთვიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა #1TVSPORT
თბილისის „იბერიის“ თავდამსხმელი ვახო ბედოშვილი ფიფა-მ ოთხთვიანი დისკვალიფიკაცით დასაჯა.
22 წლის თავდამსხმელი 2025 წელს იჯარით საგარეჯოს „გარეჯში“ თამაშობდა, მისი ტრანსფერი თბილისის „ორბს“ ეკუთვნოდა. სლოვაკეთში გამართული 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის შემდეგ ბედოშვილი, „ორბთან“ შეთანხმების გარეშე, რუსულ „ნიჟნი ნოვგოროდში“ გადავიდა, თბილისურმა კლუბმა კი მოთამაშესა და კლუბს ფიფა-ში უჩივლა და საკუთარი უფლებების დაცვა მოითხოვა.
ფიფა-მ გადაწყვეტილება წელიწადისა და ორი თვის შემდეგ მიიღო — 23 წლის თავდამსხმელი ოფიციალურ სამატჩო განაცხადში უახლოესი ოთხი თვე ვერ მოხვდება. დისკვალიფიკაცია ვრცელდება წმინდა საშეჯიბრო პერიოდზე — ანუ, საქართველოში სეზონი დეკემბრის დასაწყისში რომ მთავრდება და მარტში იწყება, იანვარი და თებერვალი სასჯელის ვადაში არ ჩაითვლება.
ბედოშვილს გადაწყვეტილების გასაჩივრება შეუძლია და თუ მისი სარჩელი მიიღეს, ახალ გადაწყვეტილებამდე ოთხთვიანი სასჯელის აღსრულება შეჩერდება.