იტალიელი ჟურნალისტი – გიორგი კვერნაძით ტოპლიგების კლუბები დაინტერესდნენ #1TVSPORT
იტალიის ჩემპიონატში შესანიშნავი სტარტის შემდეგ გიორგი კვერნაძით იტალიის სერია A-ს, ინგლისის პრემიერლიგისა და საფრანგეთის ლიგა 1-ის გუნდები დაინტერესდნენ – საქართველოს ნაკრებისა და იტალიური „ფროზინონეს“ თავდამსხმელზე ინფორმაციას იტალიელი ჟურნალისტი ნიკოლო სკირა ავრცელებს.
„ექსკლუზივი: „ფროზინონეს“ გარემარბი გიორგი კვერნაძე (რომელსაც „ახალი კვარა“ შეარქვეს) რამდენიმე წამყვანი ევროპული კლუბის ინტერესის სფეროშია: „რომა“, „კრისტალ პალასი“, „მონაკო“ და „ევერტონი“ უკვე დაუკავშირდნენ ფეხბურთელის გარემოცვას“, — ამტკიცებს ნიკოლო სკირა.
გიორგი კვენაძემ „ლეჩესთან“ „ფროზინონეს“ გამარჯვებაში დიდი როლი ითამაშა — იტალიის ჩემპიონატის ბოლო ტურის შეხვედრაში ქართველმა თავდამსხმელმა პენალტი მოიპოვა, ორი საგოლე გადაცემა შეასრულა და მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს.
მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე (სერია A, იტალიის თასი) ჩატარებულ 10 შეხვედრაში კვერნაძემ 5 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა შეასრულა.