კრიშტიანო რონალდომ 985-ე გოლი გაიტანა და ისტორიულ შედეგამდე 15 გოლი აშორებს [ვიდეო] #1TVSPORT

10:00, 30.10.2026

პორტუგალიელი ვარსკვლავი კრიშტიანო რონალდო კარიერაში 1000 გოლის გატანასთან სულ უფრო ახლოსაა. 41 წლის ფეხბურთელს ისტორიული შედეგის დასაფიქსირებლად მხოლოდ 15 გოლი სჭირდება.

საუდის არაბეთის ჩემპიონატის მე-12 ტურში რონალდოს „ალ-ნასრმა“ „ალ-ხოლოდს“ 5:3 მოუგო. პორტუგალიელმა თავდამსხმელმა შეხვედრაში ჰეთთრიქი შეასრულა და კარიერაში გატანილი გოლების რაოდენობა 985-მდე გაზარდა. ასევე მას კარიერაში 67 ჰეთთრიქი დაუგროვდა.

რონალდომ სამივე გოლი მეორე ტაიმში, 66-ე, 72-ე და 81-ე წუთებზე გაიტანა. აღსანიშნავია, რომ ჰეთთრიქის შესასრულებლად მას მხოლოდ 15 წუთი დასჭირდა.

რონალდო ოფიციალურ მატჩებში ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირია. პორტუგალიელი კარიერის დასრულებამდე 1000-გოლიანი ნიშნულის მიღწევას ისახავს მიზნად.

მსგავსი