გიორგი კვერნაძემ „ლეჩესთან“ მატჩში პენალტი მოიპოვა და ორი საგოლე გადაცემა შეასრულა #1TVSPORT

23:36, 29.10.2026

გიორგი კვერნაძემ შესანიშნავი თამაში ჩაატარა „ფროზინონეში“, რომელმაც სერია A-ში „ლეჩეს“ უმასპინძლა და 5:1 დაამარცხა.

იტალიის ჩემპიონატის მე-9 ტურის დაპირისპირებაში ქართველი თავდამსხმელი კვლავ „ფროზინონეს“ ძირითად შემადგენლობაში იყო, 90 წუთი ჩაატარა და იმდენად ნაყოფიერი იყო, რომ გუნდში საუკეთესო შეფასება მიიღო 9,3 ქულა.

45+1-ე წუთზე საქართველოს ნაკრების თავდამსხმელმა პენალტი მოიპოვა, რომელიც კალომ გოლად აქცია. 59-ე წუთზე კვერნაძემ შესანიშნავი დრიბლინგის შემდეგ რაიმონდო მეკარესთან პირისპირ დატოვა და ანგარიში 3:0 გახდა. 90+5-ე წუთზე კი გიორგის მეორე ასისტით ბირლიგეამ საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 5:1.

იტალიის ჩემპიონატში გამართული 9 ტურის შემდეგ „ფროზინონე“ 17 ქულით მე-6 ადგილით ევროზონაშია. ქართველი თავდამსხმელის ანგარიშზე კი 9 შეხვედრაში უკვე 3 გოლი და 3 საგოლე გადაცემაა.

მსგავსი