ვინისიუსი „რეალში“ 2028 წლამდე დარჩება #1TVSPORT
ვინისიუსი „რეალში“ 2028 წლამდე დარჩება #1TVSPORT

„რეალის“ თავდამსხმელი, ვინისიუს ჟუნიორი მადრიდულ კლუბთან ხელშეკრულებას 2028 წლამდე გაახანგრძლივებს, – იუწყება АВС.

განახლებული კონტრაქტის თანახმად, ვინისიუსი სეზონში 5.5 მილიონ ევროს მიიღებს.

აღნიშნავენ, რომ ხელშეკრულებაში გათვალისწინებულია ბონუსები და ფეხბურთელის ანაზღაურება მისი წარმატებული თამაშის პარალელურად გაიზრდება.

„სამეფო კლუბის“ 21 წლის ბრაზილიელმა ლეგიონერმა მიმდინარე სეზონში „რეალის“ შეამადგენლობაში 15 მატჩი ჩაატარა, გაიტანა ცხრა ბურთი და შვიდი საგოლე გადაცემა შეასრულა.