ვინისიუსი განიხილავს წინადადებას საუდის არაბეთიდან - ბრაზილიელს წელიწადში 350 მილიონ ევროს სთავაზობენ #1TVSPORT
მადრიდის „რეალის“ გარემარბი ვინისიუსი უშვებს ახლო აღმოსავლეთში გადასვლის შესაძლებლობას.
ამერიკული ტელეკომპანია ESPN ამტკიცებს, რომ საუდის არაბეთის კლუბები დაუკავშირდნენ ბრაზილიელი ფეხბურთელის წარმომადგენლებს და სარფიანი წინადადება შესთავაზეს – წელიწადში 350 მილიონი ევრო.
ვინისიუსს ჯერ არ უარყვია ეს იდეა. ის ფიქრობს შეთავაზებაზე.
„რეალის“ ხელმძღვანელობას მიაჩნია, რომ საუდის არაბეთის კლუბებს მოუწევთ ვინისიუსის გამოსასყიდის გადახდა, რომელიც 1 მილიარდ ევროს შეადგენს.