ვინისიუსი განიხილავს წინადადებას საუდის არაბეთიდან – ბრაზილიელს წელიწადში 350 მილიონ ევროს სთავაზობენ #1TVSPORT

20:59, 12.08.2024

მადრიდის „რეალის“ გარემარბი ვინისიუსი უშვებს ახლო აღმოსავლეთში გადასვლის შესაძლებლობას.

ამერიკული ტელეკომპანია ESPN ამტკიცებს, რომ საუდის არაბეთის კლუბები დაუკავშირდნენ ბრაზილიელი ფეხბურთელის წარმომადგენლებს და სარფიანი წინადადება შესთავაზეს – წელიწადში 350 მილიონი ევრო.

ვინისიუსს ჯერ არ უარყვია ეს იდეა. ის ფიქრობს შეთავაზებაზე.

„რეალის“ ხელმძღვანელობას მიაჩნია, რომ საუდის არაბეთის კლუბებს მოუწევთ ვინისიუსის გამოსასყიდის გადახდა, რომელიც 1 მილიარდ ევროს შეადგენს.

მსგავსი