ვინჩენცო მონტელა - თურქეთს მესამე კალათიდან ერთ-ერთი ურთულესი მეტოქე, საქართველოს ნაკრები შეხვდა #1TVSPORT
თურქეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვინჩენცო მონტელამ კომენტარი გააკეთა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის წილისყრაზე, სადაც მისი გუნდი E ჯგუფში დაუპირისპირდება საქართველოს, ბულგარეთსა და ერთა ლიგაზე ესპანეთი-ნიდერლანდების წყვილის გამარჯვებულს.
„ჩვენ, ალბათ, ერთ-ერთ ურთულეს ჯგუფში ვართ, მაგრამ მეტოქეს მნიშვნელობა არ აქვს და თითოეულ გუნდთან საბრძოლველად მზად ვართ. მაგალითად, ბოლო დიდი ტურნირი ესპანეთმა მოიგო.
მესამე კალათიდან ერთ-ერთი ურთულესი მეტოქე შეგვხვდა – საქართველოს ნაკრები, ხოლო მე-4 კალათიდან – ბულგარეთი, რომელმაც ბოლო შესარჩევ ციკლში ამ კატეგორიის გუნდებიდან ყველაზე მეტი ქულა დააგროვა. მზად ვართ, რადგან კარგი და ახალგაზრდული გუნდი გვყავს. ჩვენი ფეხბურთელები მუდმივად იღებენ გამოცდილებას, ამიტომ მშვიდად ვარ.
ეს მატჩები ასევე ჩვენს ფეხბურთელებს გაზრდის. 22 წელია, მსოფლიო ჩემპიონატზე არ მიგვიღია მონაწილეობა – 2002 წელს იაპონიასა და კორეაში ჩატარებული ტურნირის შემდეგ. ეს ძალიან დიდი დროა. თუ ჯგუფს ვერ მოვიგებთ, გვსურს პლეი ოფში მაინც გავიდეთ და მსოფლიო ჩემპიონატზე ასე მოვხვდეთ“, – განაცხადა მონტელამ.