ვინჩენცო მონტელა ფიორენტინაში დაბრუნდა

11:48, 11.04.2019

ფიორენტინამ თავისი ოფიციალური ვებგვერდის საშუალებით მთავარ მწვრთნელად ვინჩენცო მონტელას დანიშვნის შესახებ გაავრცელა ინფორმაცია. 44 წლის იტალიელ სპეციალისტთან 2021 წლის 30 ივნისამდე გაფორმდა კონტრაქტი.

მონტელა ერთხელ უკვე წვრთნიდა ფიორენტინას – 2012-2015 წლებში. აგრეთვე, ის სამპდორიას, მილანისა და სევილიას მთავარი მწვრთნელი იყო.

ფიორენტინას 31 ტურის შემდეგ 39 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მეათე ადგილზეა.

მსგავსი