ვილნიუსის ღია სივრცეები, სოციალური დისტანცირების მიზნით, ბარებსა და რესტორნებს დაეთმობა
ლიეტუვის დედაქალაქი ვილნიუსი ღია სივრცეებს კაფეებსა და ბარებს დაუთმობს, რათა ამ დაწესებულებებმა მუშაობის განახლება სოციალური დისტანცირების წესების გათვალისწინებით მოახერხონ. ინფორმაციას „გარდიანი“ ავრცელებს.
ბალტიისპირეთის ქვეყანაში დღემდე კორონავირუსის 1,344 შემთხვევაა დაფიქსირებული. მათ შორის 44 გარდაცვალებით დასრულდა.
ლიეტუვაში შეზღუდვების შერბილების პროცედურები უკვე დაწყებულია. გაიხსნა სილამაზის სალონები და კაფეები. შემდეგი კვირიდან გაიხსნება თითქმის ყველა ტიპის მაღაზია, თუმცა შენარჩუნდა ფიზიკური დისტანცირების მკაცრი რეგულაციები.
მაღაზიებში აკრძალულია ერთ კლიენტზე მეტის დაშვება, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში სავალდებულოა პირბადეების ტარება, ხოლო კაფეებსა და რესტორნებში მაგიდებს შორის დაშორება ორი მეტრი უნდა იყოს. ამ უკანასკნელმა შეზღუდვამ ლიეტუვის კაფეებს სივრცის უკმარისობის პრობლემა შეუქმნა, თუმცა ახალი ინიციატივით ადგილობრივი კაფეები და რესტორნები გახსნას მაინც მოახერხებენ.