„ვილიარეალი“ პირველად გახდა ევროპის ლიგის გამარჯვებული [ვიდეო] #1TVSPORT
ფაქტები
* „ვილიარეალი“ და „მანჩესტერ იუნაიტედი“ მეხუთედ ხვდებოდნენ ერთმანეთს. წინა ოთხი შეხვედრა ერთნაირი ანგარიშით დასრულა – 0:0.
* ხერარდ მორენომ ამ სეზონში ოფიციალურ მატჩებში 30 გოლი გაიტანა. ბოლოს ასეთი რამ „ვილიარეალში“ ჯუზეპე როსიმ (32 გოლი) გააკეთა – 2011-12 წლების სეზონში.
* ესპანურ კლუბებს ევროტურნირების ფინალებში (სუპერთასის ჩათვლით) ზედიზედ ათჯერ ჰყავთ დამარცხებული ინგლისური კლუბები. ბოლო წაგება 2001 წლით თარიღდება, როცა „ალავესმა“ უეფა-ს თასის ფინალი დათმო „ლივერპულთან“.
* ლა ლიგას ფეხბურთელებიდან ამ სეზონში ლიონელ მესიზე (38 გოლი+12 პასი) უფრო მეტ გოლში მონაწილეობა მიღებული აქვს მორენოს (29+10).
* 18 წლისა და 218 დღის იერემი პინო ყველაზე ახალგაზრდა ესპანელი ფეხბურთელია, ვისაც ევროტურნირის ფინალში უთამაშია. მან იკერ კასილიასის (19 წლის და 4 დღის) რეკორდი გააუმჯობესა, რომელიც 2000 წელს ჩემპიონთა ლიგის ფინალში დაამყარა.
* ედინსონ კავანი 34 წლის (ან მეტი) მესამე ფეხბურთელია, ვისაც ევროტურნირების ფინალში გოლი გაუტანია. მანამდე ეს შეძლეს გარი მაკალისტერმა (36 წლის, „ლივერპული“) 2001 წელს უეფა-ს თასის ფინალში და დიდიე დროგბამ (34 წლის, „ჩელსი“) 2012 წელს ჩემპიონთა ლიგის ფინალში.
* 2014 წლის შემდეგ პირველად, ევროპის ლიგის თასის ფინალში დამატებითი დრო დაინიშნა.
* „მანჩესტერ იუნაიტედმა“ ყველა ტუნირზე შვიდიდან ექვსი პენალტების სერია წააგო.
* უნაი ემერიმ მეოთხედ მოიგო ევროპის ლიგის ფინალი, რითაც უეფა-ს თასზე/ევროპის ლიგაზე ყველაზე წარმატებული მწვრთნელი გახდა. მან გაუსწრო ჯოვანი ტრაპატონის.
* „ვილიარეალი“ პირველად გახდა ევროპის ლიგის გამარჯვებული.
ვილიარეალი-მანჩესტერ იუნ 1:1 ( პენალტებით 11:10)
გოლები: 1:0 ხ. მორენო (29), 1:1 კავანი (55)
პენალტების სერია: 1:0 ხ. მორენო, 1:1 მატა, 2:1 რაბა, 2:2 ტელესი, 3:2 ალკასერი, 3:3 ფერნანდეში, 4:3 ა. მორენო, 4:4 რეშფორდი, 5:4 პარეხო, 5:5 კავანი, 6:5 გომესი, 6:6 ფრედი, 7:6 ალბიოლი, 7:7 ჯეიმსი, 8:7 კოკლენი, 8:8 შოუ, 9:8 მარიო გასპარი, 9:9 ტუანზებე, 10:9 ტორესი, 10:10 ლინდელოფი, 11:10 რული, 11:10 დე ხეა (გააფუჭა)
ვილიარეალი (4-3-3): რული – ფოიტი (88. მარიო გასპარი), ალბიოლი, პაუ ტორესი, ალფონსო პედრასა (88. ალბერტო მორენო) – პარეხო, კაპუე (120+3. რაბა), ტრიგეროსი (77. გომესი) – ხერარდ მორენო, ბაკა (60. კოკლენი), პინო (77. პაკო ალკასერი).
მანჩესტერ იუნ (4-2-3-1): დე ხეა – ვან ბისაკა (120+3. ხუან მატა), ლინდელოფი, ბაი (116. ტუანზებე), შოუ – პოგბა (116. ჯეიმსი), მაკტომინეი (120+3. ტელესი) – გრინვუდი (100. ფრედი), ფერნანდეში, რეშფორდი – კავანი.