ვილი სანიოლომა ესპანეთთან დღევანდელი მატჩისთვის საქართველოს ნაკრების თერთმეტეული დაასახელა #1TVSPORT
ვილი სანიოლმა დაასახელა შემადგენლობა, რომლითაც საქართველოს ეროვნული ნაკრები ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო მატჩში ჯგუფის ლიდერს, ესპანეთს დაუპირისპირდება. ცნობილი გახდა მასპინძლების შემადგენლობაც.
ვილი სანიოლის გუნდში ერთი ცვლილებაა – ტრავმირებული ლევან შენგელიას ნაცვლად, შემადგენლობაში ირაკლი აზაროვი დაბრუნდა.
ესპანეთი: უნაი სიმონი; კარვახალი, ინიგო მარტინესი, ლე ნორმანი, გაია; როდრი, ფაბიანი, გავი; ფერანი, ნიკო უილიამსი, მორატა.
საქართველო: მამარდაშვილი, კაკაბაძე, კვერკველია, კაშია, ლოჩოშვილი, აზაროვი, ჩაკვეტაძე, კვეკვესკირი, ქოჩორაშვილი, მიქაუტაძე, კვარაცხელია.
ვალიადოლიდის „ესტადიო ხოსე სორილიაზე“ მატჩი თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება. ესპანეთი-საქართველოს მატჩის ტელერეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.