ვილი სანიოლის კომენტარი ევრო 2024-ის პლეი ოფის წილისყრაზე - საკუთარ მოედანზე და სტუმრად თამაშს შორის დიდი სხვაობაა #1TVSPORT
ვილი სანიოლის კომენტარი ევრო 2024-ის პლეი ოფის წილისყრაზე - საკუთარ მოედანზე და სტუმრად თამაშს შორის დიდი სხვაობაა #1TVSPORT

საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა კომენტარი გააკეთა ნიონში, ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი ოფის წილისყრაზე. შეგახსენებთ, რომ გამოვლინდა ერთა ლიგის C დივიზიონის საუკეთესო ოთხეულის ფინალური მატჩის ჩატარების ადგილი.

26 მარტს ფინალურ შეხვედრას საქართველო – ლუქსემბურგის წყვილში გამარჯვებული გუნდი საბერძნეთი – ყაზახეთის წყვილში მოგებულს უმასპინძლებს.

შეგახსენებთ, რომ პლეი ოფის ნახევარფინალური მატჩი საქართველოსა და ლუქსემბურგს შორის 21 მარტს საქართველოში გაიმართება.

წილისყრას საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვილი სანიოლი და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი ალექსანდრე იაშვილი ესწრებოდნენ.

„ჩვენი შესანიშნავი გულშემატკივრის გათვალისწინებით, დიდი სხვაობაა საკუთარ მოედანზე და სტუმრად თამაშს შორის. ფინალზე ფიქრი ჯერჯერობით არ მსურს, რადგან მანამდე ნახევარფინალი გვაქვს სათამაშო. ბედნიერი ვარ, რომ ლუქსემბურგთან საშინაო კედლებში ვითამაშებთ. დარწმუნებული ვარ, სტადიონი გაივსება და შესანიშნავი ატმოსფერო იქნება“, – ამბობს ვილი სანიოლი.