ვილი სანიოლი ევრო 2024-ზე საქართველოს ნაკრების შემადგენლობას ხვალ დაასახელებს #1TVSPORT
ვილი სანიოლი ევრო 2024-ზე საქართველოს ნაკრების შემადგენლობას ხვალ დაასახელებს #1TVSPORT

საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვილი სანიოლი ხვალ მედიას შეხვდება და ევრო 2024-ზე გასამგზავრებელ შემადგენლობას გააცნობს.

პრესკონფერენცია საწვრთნელი შეკრების დაწყებამდე, 22 მაისს, 12:00 საათზე მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება.

მედიას საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვილი სანიოლი სფფ-ის ვიცე პრეზიდენტთან, ალექსანდრე იაშვილთან ერთად შეხვდება და შეკრების გეგმებზეც ისაუბრებს.

შეგახსენებთ, უეფა-ს ბოლო აღმასკომზე გადაწყდა, რომ ევროპის ჩემპიონატზე, რომელსაც გერმანია უმასპინძლებს, ნაკრებებს განაცხადში, 23-ის ნაცვლად, 26 მოთამაშის შეყვანის უფლება ექნებათ.