ვილი სანიოლი - ეს იყო კატასტროფა, ჩვენ ღირსების გარეშე ვითამაშეთ #1TVSPORT
ვილი სანიოლი - ეს იყო კატასტროფა, ჩვენ ღირსების გარეშე ვითამაშეთ #1TVSPORT

საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა გააკრიტიკა თავისი ფეხბურთელები, რომლებიც ესპანეთთან ბადახოსისნეუვო ვივეროზე“ 0:4 დამარცხდნენ და აღიარა, რომ პირველ ტაიმში მისმა გუნდმა „კატასტროფულად“ ითამაშა.

„ველოდით, რომ ეს ჩვენთვის ძალიან რთული მატჩი იქნებოდა, რადგან რამდენიმე გამორჩეული ფეხბურთელი დაგვაკლდა. მაგრამ მატჩი კატასტროფულად დავიწყეთ, ყოველგვარი ღირსების გარეშე. მეორე ნახევარში თამაში გავაუმჯობესეთ, გვქონდა გარკვეული საგოლე შესაძლებლობებიც. მაგრამ ეს იყო ის მცირე დადებითი, რაც ამ თამაშში დავინახე“, – განაცხადა პრესკონფერენციაზე ვილი სანიოლმა.

მან სინანული გამოთქვა იმ მნიშვნელოვანი მოთამაშეების დაკარგვის გამო, რომლებიც თამაშამდე დაშავდნენ და აღიარა, რომ მისი ეროვნული ნაკრების ზოგიერთი ფეხბურთელი 90 წუთის განმავლობაში სათამაშო რიტმს ვერ ინარჩუნებს.

„გვყავს ბევრი ფეხბურთელი, რომლებიც მთელ თამაშს ვერ უძლებენ, რადგან ისინი თავიანთ კლუბებში საათზე მეტხანს არ თამაშობენ. ისინი კარგი ფეხბურთელები არიან, მაგრამ მე მათ მთელი თამაში ვერ ვიყენებ. ამით იყო გამოწვეული იძულებითი ცვლილებები“, – თქვა ფრანგმა მწვრთნელმა.

საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის თქმით, მეტოქეთა კლასში უდიდესი განსხვავებაა:

„ჩვენ ორ ნაკრებს შორის განსხვავება ძალიან დიდია. რაც შეეხება ჯგუფში მოვლენების განვითარებას, ესპანეთს და ჩემს მეგობარს – ლუის ენრიკეს, შესარჩევ ჯგუფში წარმატებას ვუსურვებ. დღეს მათ თამაშის ყველა ასპექტში გვაჯობეს. ჩვენს ფეხბურთელებს შორის ტექნიკურმა განსხვავებამ თამაშს დაღი აშკარად დაასვა“.