„ოქროს ბურთის“ სრული რეიტინგი – კეინმა მბაპეს 28 ქულით აჯობა, კვარაცხელიამ 541 ქულა მიიღო #1TVSPORT
France Football-მა 2026 წლის „ოქროს ბურთის“ გამოკითხვის დეტალური შედეგები და ფეხბურთელების მიერ დაგროვებული ქულები გამოაქვეყნა.
პრესტიჟული ინდივიდუალური ჯილდოს მფლობელი მიუნხენის „ბაიერნის“ თავდამსხმელი ჰარი კეინი გახდა, რომელმაც 1055 ქულა დააგროვა და მადრიდის „რეალის“ ფრანგ ვარსკვლავს, კილიან მბაპეს მხოლოდ 28 ქულით აჯობა. მბაპემ 1027 ქულით მეორე ადგილი დაიკავა, სამეული კი 881 ქულით ლამინ იამალმა შეავსო.
საქართველოს ნაკრებისა და „პარი სენ-ჟერმენის“ შემტევმა, ხვიჩა კვარაცხელიამ გამოკითხვაში 541 ქულა მიიღო და მეექვსე ადგილზე გავიდა. ეს ქართველი ფეხბურთელისთვის „ოქროს ბურთის“ ისტორიაში საუკეთესო შედეგია.
გამოკითხვაში მონაწილეობა 100-მა ჟურნალისტმა მიიღო. კეინი პირველ ადგილზე 40-მა მათგანმა დააყენა, ხოლო მბაპეს უპირატესობა 23-მა მიანიჭა.
2026 წლის „ოქროს ბურთის“ სრული რეიტინგი:
1. ჰარი კეინი – 1055 ქულა
2. კილიან მბაპე – 1027 ქულა
3. ლამინ იამალი – 881 ქულა
4. როდრი – 726 ქულა
5. ლიონელ მესი – 612 ქულა
6. ხვიჩა კვარაცხელია – 541 ქულა
7. უსმან დემბელე – 418 ქულა
8. ერლინგ ჰოლანდი – 378 ქულა
9. მაიკლ ოლისე – 296 ქულა
10. ფაბიან რუისი – 201 ქულა
11. ჯუდ ბელინგემი – 107 ქულა
12. პაუ კუბარსი – 101 ქულა
13. აშრაფ ჰაკიმი – 65 ქულა
14. ვიტინია – 59 ქულა
15. დეკლან რაისი – 57 ქულა
16. ფერან ტორესი – 44 ქულა
17. ვინისიუს ჟუნიორი – 26 ქულა
18. მარკ კუკურელია – 16 ქულა
19. ჟოაუ ნევეში – 15 ქულა
20. ვილიან პაჩო – 12 ქულა
21. გაბრიელ მაგალაესი – 11 ქულა
22. ლაუტარო მარტინესი – 11 ქულა
23. ნუნუ მენდეში – 8 ქულა
24. ლუის დიასი – 8 ქულა
25. მარკინიოსი – 7 ქულა
26. დაიო უპამეკანო – 5 ქულა
27. ბრუნო ფერნანდეში – 5 ქულა
28. ხულიან კინიონესი – 4 ქულა
29. სადიო მანე – 2 ქულა
29. უილიამ სალიბა – 2 ქულა