17-წლამდე ფეხბურთელ გოგონათა ნაკრებმა A ლიგაში გადასვლის შანსით ვერ ისარგებლა #1TVSPORT

15:24, 31.10.2026

საქართველოს 17-წლამდე ფეხბურთელ გოგონათა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ჯგუფში მესამე შეხვედრა ლუქსემბურგთან 0:1 დათმო და შემდეგ ეტაპზე თამაშის რეალური შანსი ხელიდან გაუშვა.

ტატა მატვეევას გაწვრთნილმა გუნდმა ჩრდილოეთ მაკედონიას 3:1 სძლია, უელსთან 2:3 დამარცხდა და ჯგუფში მეორე ადგილის დასაკავებლად მესამე ტურში ფრეც აძლევდა ხელს, მაგრამ ასე არ მოხდა – სფფ-ის საფეხბურთო ცენტრ „ბასას“ მოედანზე გამართული დაპირისპირების ბოლო წამებზე (90+2-ე წუთზე) სტუმარებმა კონტრშეტევა განახორციელეს და ლია ალფონსო-ტოსიმ თამაშის ბედი გადაწყვიტა.

საქართველოს ნაკრებმა 3 ქულით B ლიგის მეოთხე ჯგუფში ბოლო ადგილი დაიკავა – გამარჯვებული უელსი (7 ქულა) გახდა და A ლიგის საგზური მოიპოვა. მეორე  პოზიციაზე ჩრდილოეთ მაკედონია (4) გავიდა და თუ, საუკეთესო მეორეადგილოსანის სტატუსი მიიღო, შესაძლოა, ისიც A ლიგაში გადავიდეს.

მსგავსი