„ვილიარეალი“ შინ „ესპანიოლთან“ დამარცხდა, მიქაუტაძემ შეუცვლელად ითამაშა #1TVSPORT

02:19, 31.10.2026

გიორგი მიქაუტაძის „ვილიარეალმა“ ლა ლიგაში აუსატიდერთა ზონაში მყოფ „ესპანიოლს“ უმასპინძლა და მოულოდნელად 0:1 დამარცხდა.

ესპანეთის ლა ლიგის მე-11 ტურის დაპირისპირებაში საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი მასპინძელთა ძირითად შემადგენლობაში იყო და შეუცვლელად ითამაშა.

„ვილიარეალმა“ თამაში დამაჯერებლად დაიწყო, უპირატესობას ფლობდა და ანგარიშის გახსნის რეალური შანსები ჰქონდა, მაგრამ ვერ ისარგებლა, მეორე ტაიმში კი ბურთი საკუთარ კარში მიიღო – მე-60 წუთზე მასპინძლებს ლეანდრო კაბრერამ გაუტანა და გუნდს გამარჯვება მოუტანა.

11 ტურის შემდეგ „ვილიარეალს“ 12 ქულა აქვს და ლა ლიგის სატურნირო ცხრილში მე-10 ადგილზეა.

მსგავსი