გამოცემა Topmercato – საქართველო ტალანტებით მდიდარი ქვეყანაა, კვერნაძის სატრანსფერო ფასი მალე გაორმაგდება #1TVSPORT
გიორგი კვერნაძის გადასაბირებლად სხვა ევროპულ კლუბებთან ერთად, საფრანგეთის ლიგა 1-ის „მონაკოც“ იბრძვის – საქართველოს ნაკრებისა და „ფროზინონეს“ თავდამსხმელზე წერილს გამოცემა Topmercato აქვეყნებს.
„გიორგი კვერნაძის გადასაბირებლად ბრძოლაში საფრანგეთის ლიგა 1-ის „მონაკოც“ ჩაერთო. ქართველ გარემარბს უკვე ადარებენ სახელოვან თანამემამულეს, „პარი სენ-ჟერმენის“ ვარკვლავს, ხვიჩა კვარაცხელიას.
საქართველო ნიჭიერი მოთამაშეებით მდიდარია. ბოლო ორ წელიწადში ჩემპიონთა ლიგაში „პარი სენ-ჟერმენის“ გამარჯვებების ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი და ქვეყნის ყველაზე გამორჩეული ვარსკვლავი ხვიჩა კვარაცხელიაა. ზურიკო დავითაშვილი „სენტ-ეტიენში“ თამაშობს, თუმცა ნაკლებად სავარაუდოა, რომ ის ლიგა 2-ში დიდხანს გაჩერდეს.
კვერნაძე, ჯერჯერობით, თანამემამულეებზე ნაკლებად ცნობილია, მაგრამ „ფროზინონეში“ 2026–2027 წლების სეზონს წარმატებით ატარებს – სხვადასხვა ტურნირზე ჩატარებულ 10 შეხვედრაში 5 გოლი გაიტანა.
„მონაკო“, სხვა ევროპულ კლუბებთან ერთად, პერსპექტიული ქართველი ფეხბურთელით დაინტერესდა. გავრცელებული ინფორმაციით, ფეხბურთელის გარემოცვას უკვე დაუკავშირდნენ „მონაკოს“, „რომას“, „კრისტალ პალასისა“ და „ევერტონის“ მესვეურები.
„მონაკოსთვის“ ეს ხელსაყრელი მომენტია ისეთი მოთამაშის დასამატებლად, რომელიც კარგად ვითარდება, თუმცა ევროპის წამყვანი კლუბების ყურადღება ჯერ სრულად არ მიუპყრია. თუ კვერნაძე ამჟამინდელ გუნდში თამაშს კვლავ მაღალ დონეზე გააგრძელებს, ვითარება, შესაძლოა, სწრაფად შეიცვალოს.
ამჟამად ფეხბურთელის საბაზრო ღირებულება 8 მილიონი ევროა – სავარაუდოდ, მომდევნო თვეებში ეს ციფრი კიდევ შეიცვლება. კვერნაძეს სურს, ხვიჩა კვარაცხელიას გზას გაჰყვეს და საბოლოოდ უფრო ძლიერ კლუბში გადავიდეს“.