ვიდალი სამშაბათს „ინტერთან“ კონტრაქტს გააფორმებს
ვიდალი სამშაბათს „ინტერთან“ კონტრაქტს გააფორმებს

„ბარსელონას“ ნახევარმცველი არტურო ვიდალი მოელაპარაკა კატალონურ კლუბს კონტრაქტის გაწყვეტაზე.

იტყობინებიან, რომ 33 წლის ნახევარმცველი უკვე გაფრინდა მილანში და სამშაბათს იქ „ინტერისთვის“ სამედიცინო შემოწმებას გაივლის. იმავე დღეს, ჩილელი ორწლიან კონტრაქტს გააფორმებს, რომლის მიხედვითაც სეზონში 6 მილიონ ევროს მიიღებს.

გასულ სეზონში ვიდალმა 43 მატჩი ჩაატარა „ბარსელონაში“ და რვა გოლი გაიტანა.

ადრე იტყობინებოდნენ, რომ ფეხბურთელმა უარი თქვა 6.5 მილიონი ევროს ოდენობის კომპენსაციაზე „ბარსელონასთან“ კონტრაქტის ვადაზე ადრე გაწყვეტის სანაცვლოდ.