ვიცე-კონსულის განცხადებით, ტრაბზონის პოლიცია ავარიისას საქართველოს ხუთი მოქალაქის დაშავების ფაქტს არ ადასტურებს
ვიცე-კონსულის განცხადებით, ტრაბზონის პოლიცია ავარიისას საქართველოს ხუთი მოქალაქის დაშავების ფაქტს არ ადასტურებს

ტრაბზონში საქართველოს ვიცე-კონსულის, თემურ ტარტარაშვილის განცხადებით, ტრაბზონის პოლიცია ავტომაგისტრალზე ავარიის შედეგად საქართველოს ხუთი მოქალაქის დაშავების ფაქტს არ ადასტურებს.

მისივე განმარტებით, ავარია ტრაბზონის მაგისტრალზე ხუთი დღის წინ მოხდა, სადაც არა ხუთ, არამედ საქართველოს ერთი მოქალაქე დაშავდა.

როგორც თემურ ტარტარაშვილი აცხადებს, დაშავებულს პირველადი სამედიცინო დახმარება ჩაუტარდა და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. 

თურქული მედია ავრცელებს ინფორმაციას, რომ ტრაბზონში, მაგისტრალზე მომხდარი ავარიის შედეგად საქართველოს ხუთი მოქალაქე დაშავდა. მედიის ცნობით, გზაზე მოულოდნელად ხარმა გადაირბინა, რასაც ავტოკატასტროფა მოჰყვა. ავტომაგისტრალზე მიკროავტობუსი მსუბუქ ავტომობილს შეეჯახა. ავარიას მსხვერპლი არ მოჰყოლია.

 

დატოვე კომენტარი