თურქული მედიის ინფორმაციით, ტრაბზონში ავარიის შედეგად საქართველოს ხუთი მოქალაქე დაშავდა [ვიდეო]

ტრაბზონში, მაგისტრალზე მომხდარი ავარიის შედეგად საქართველოს ხუთი მოქალაქე დაშავდა.

თურქული მედიის ინფორმაციით, გზაზე მოულოდნელად ხარმა გადაირბინა, რასაც ავტოკატასტროფა მოჰყვა. ავტომაგისტრალზე მიკროავტობუსი მსუბუქ ავტომობილს შეეჯახა. ინფორმაციას თურქული გამოცემა Cumhuriet ავრცელებს.

ავარიას მსხვერპლი არ მოჰყოლია.

პირველი არხი ტრაბზონში საქართველოს გენერალურ საკონსულოს დაუკავშირდა. როგორც ვიცე-კონსულმა თემურ ტარტარაშვილმა განაცხადა, ამ დროის მონაცემებით, საკონსულოში შემთხვევის შესახებ ინფორმაცია არ შესულა.