ვეტერანთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი - დოდო გუგეშაშვილს პრობლემები რომ ჰქონოდა, ჩვენ გვეცოდინებოდა
ვეტერანთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი - დოდო გუგეშაშვილს პრობლემები რომ ჰქონოდა, ჩვენ გვეცოდინებოდა

არასდროს ყოფილა ისეთი რაღაც, რომ დოდო გუგეშაშვილს პრობლემები ჰქონოდა, თორემ ჩვენ გვეცოდინებოდა, – ამის შესახებ ვეტერანთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა ვლადიმერ იმნაძემ განაცხადა.

მისი თქმით, დოდო გუგეშაშვილს ღუდუშაურის სახელობის კლინიკაში ოპერაცია უტარდება.

„ინფორმაცია ნახევარი საათის წინ მივიღე. ქალბატონი დიდო გუგეშაშვილი დაჭრილია. ახლა ოპერაციაზე იმყოფება და ჯერ არაფერი ვიცით. სახლში პოლიციაა. რამდენი ჭრილობა აქვს, არ ვიცი, ვერ გეტყვით. არასდროს ყოფილა ისეთი რაღაც, რომ პრობლემები ჰქონოდა, თორემ ჩვენ გვეცოდინებოდა. ჩვენ ერთმანეთში აქტიურად ვთანამშრომლობდით და თბილი ურთიერთობა გვქონდა. შვილი ერთი პერიოდი ჩვენთან მუშაობდა“, – განაცხადა ვლადიმერ იმნაძემ.

დღეს დილით, დოდო გუგეშაშვილსა და მის შვილს, გრიგოლ გუგეშაშვილს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს.

შვილი ადგილზე გარდაიცვალა, დოდო გუგეშაშვილი კი მძიმე მგდომარეობაში ღუდუშაურის სახელობის კლინიკაში გადაიყვანეს.

ფაქტი დოდო გუგეშაშვილის სახლში, დიღმის მასივში მოხდა. მომხდარის დეტალების შესახებ ამ დროისთვის არ არის ცნობილი.