„ვესტ ჰემმა“ ოფიციალურად წარადგინა ნახევარმცველი ლუკა პაკეტა. ბრაზილიელ ნახევარმცველში ლონდონურმა კლუბმა „ლიონს“ 60 მილიონი ევრო გადაუხადა, რაც მის ისტორიაში სარეკორდო ტრანსფერია. პაკეტას კონტრაქტი „ვესტ ჰემთან“ 2027 წლის ივნისამდე იქნება ძალაში კიდევ ერთი წლით გახანგრძლივების პერსპექტივით.
პაკეტა „ლიონში“ 2020 წლიდან თამაშობდა, მანამდე კი „ფლამენგოსა“ და „მილანის“ რიგებში გამოდიოდა. ამ სეზონში მან ლიგა 1-ის ორ მატჩში მოასწრო მონაწილეობის მიღება.