„პარი სენ-ჟერმენის“ ნახევარმცველი მარკო ვერატი ოთხი კვირით გამოვიდა მწყობრიდან კუნთის დაზიანების გამო, – ამის შესახებ პარიზული კლუბის პრესსამსახურმა გამოაცხადა.
იტალიელმა ტრავმა საფრანგეთის ჩემპიონატის ბოლო ტურში მიიღო. „მარსელთან“ მატჩის შემდეგ, ვერატიმ სამედიცინო შემოწმება გაიარა, რომელმაც ბარძაყზე კუნთის დაზიანება გამოავლინა.
ნახევარმცველი გამოტოვებს „პარი სენ-ჟერმენის“ უახლოეს მატჩებს ლიგა 1-ში, აგრეთვე „ლაიპციგთან“ მატჩს ჩემპიონთა ლიგაზე. გარდა ამისა, ვერატი ვერ შეძლებს იტალიის ნაკრების დახმარებას ნოემბრის შესარჩევ შეხვედრებში – შვეიცარიისა და ჩრდილოეთ ირლანდიის წინააღმდეგ.
ამ სეზონში ვერატიმ ყველა ტურნირზე შვიდი მატჩი ჩაატარა და შედეგიანი მოქმედება არ ჰქონია.