ვენესუელის მთავრობა ქვეყნისთვის საჰაერო სივრცის დახურვის შესახებ დონალდ ტრამპის განცხადებას „მტრულს, ცალმხრივს და თვითნებურს“ უწოდებს
ვენესუელის მთავრობა ქვეყნისთვის საჰაერო სივრცის დახურვის შესახებ დონალდ ტრამპის განცხადებას „მტრულს, ცალმხრივს და თვითნებურს“ უწოდებს

ვენესუელა ქვეყნისთვის საჰაერო სივრცის დახურვის შესახებ დონალდ ტრამპის განცხადებას გმობს. ამის შესახებ ვენესეულის ხელისუფლებამ განაცხადა.

ოფიციალური კარაკასი აშშ-ის პრეზიდენტის მიერ გაკეთებულ კომენტარებს ქვეყნის სუვერენიტეტის წინააღმდეგ „კოლონიალისტურ საფრთხედ“ აღიქვამს და საერთაშორისო სამართალთან შეუთავსებლად მიიჩნევს.

„ამ ტიპის განცხადება წარმოადგენს მტრულ, ცალმხრივ და თვითნებურ ქმედებას. ვენესუელა მოითხოვს თავისი საჰაერო სივრცის პატივისცემას და აფრთხილებს, რომ არ მიიღებს ბრძანებებს, მუქარას ან ჩარევას ნებისმიერი უცხო ძალისგან“, – ნათქვამია ვენესუელის მთავრობის განცხადებაში.

ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ვენესუელის საჰაერო სივრცე დახურულად უნდა ჩაითვალოს.

„ყველა ავიაკომპანიას, პილოტს, ნარკოდილერს და ადამიანით ვაჭრობაში მყოფ პირს, გთხოვთ, განიხილოთ ვენესუელის საჰაერო სივრცე მთლიანად ჩაკეტილად. გმადლობთ საკითხისადმი თქვენი ყურადღებისთვის“, – დაწერა მან.