დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ვენესუელის საჰაერო სივრცე დახურულად უნდა ჩაითვალოს

18:39, 29.11.2025
President Donald Trump speaks during a meeting with the White House task force on the 2026 FIFA World Cup in the Oval Office of the White House, Monday, Nov. 17, 2025, in Washington. (AP Photo/Evan Vucci)

President Donald Trump speaks during a meeting with the White House task force on the 2026 FIFA World Cup in the Oval Office of the White House, Monday, Nov. 17, 2025, in Washington. (AP Photo/Evan Vucci)

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ვენესუელის საჰაერო სივრცე დახურულად უნდა ჩაითვალოს.

როგორც აშშ-ის პრეზიდენტი სოციალურ ქსელში წერს, ამის მიზეზი ვენესუელის ლიდერთან, ნიკოლას მადუროსთან ურთიერთობის გამწვავებაა.

„ყველა ავიაკომპანიას, პილოტს, ნარკოდილერს და ადამიანით ვაჭრობაში მყოფ პირს, გთხოვთ, განიხილოთ ვენესუელის საჰაერო სივრცე მთლიანად ჩაკეტილად. გმადლობთ საკითხისადმი თქვენი ყურადღებისთვის“, – წერს აშშ-ის პრეზიდენტი.

რამდენიმე საათის წინ კი ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გასულ კვირას ვენესუელის პრეზიდენტს, ნიკოლას მადუროს ესაუბრა და მხარეებმა შეერთებულ შტატებში შესაძლო შეხვედრის საკითხი განიხილეს.

„ნიუ იორკ თაიმსის“ ინფორმაციით, სატელეფონო ზარის პარალელურად, დონალდ ტრამპი განაგრძობს სამხედრო რიტორიკას ვენესუელის მიმართ, თუმცა, ამავდროულად, დიპლომატიურ გზასაც განიხილავს.

ამასთან, ტრამპის ადმინისტრაცია ნიკოლას მადუროს ვენესუელის არალეგიტიმურ ლიდერად მიიჩნევს, რომელიც სათავეში უდგას „კარტელ დე ლოს სოლესის“ დაჯგუფებას.

შეერთებული შტატები სექტემბრიდან იერიშებს ახორციელებს გემებზე, რომლებსაც, სავარაუდოდ, ნარკოტიკული საშუალებები გადააქვთ.

მსგავსი