ვენესუელის მედიის კავშირი – მადუროზე თავდასხმასთან დაკავშირებით 11 ჟურნალისტი დააკავეს

07:34, 06.08.2018

ვენესუელის მედიის თანამშრომელთა ეროვნული კავშირი ავრცელებს ინფორმაციას, რომ ქვეყნის პრეზიდენტზე ნიკოლას მადუროზე თავდასხმასთან დაკავშირებით 11 ჟურნალისტი დააკავეს. ორგანიზაციის გვერდზე „ტვიტერში“ აღნიშნულია, რომ დააკავეს როგორც ვენესუელის, ასევე არგენტინისა და ესპანეთის გამოცემების ჟურნალისტები. კავშირის ცნობით, უსაფუძვლოდ დაკავებასთან ერთად, ზოგიერთ ჟურნალისტს ფიზიკურად გაუსწორდნენ.

ვენესუელის ოფიციალური უწყებებს ცნობით, კარაკასში, აღლუმზე დრონის გამოყენებით ქვეყნის პრეზიდენტის მოკვლა სცადეს. თავდასხმა ვენესუელის ლიდერზე 4 აგვისტოს, საღამოს განხორციელდა. შედეგად, 7 სამხედრო მოსამსახურე დაშავდა. ნიკოლას მადუროზე თავდასხმის მცდელობის ბრალდებით ექვსი ადამიანი დააკავეს.

https://twitter.com/sntpvenezuela/status/1026142443190870017

მსგავსი