ვენესუელაში განვითარებულ მოვლენებს ამერიკის შეერთებულ შტატებსა და რუსეთში გამოეხმაურნენ.
სააგენტო „როიტერის“ ინფორმაციით ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო ვენესუელაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით სენატს მიმართავს.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა კი ვენესუელას მოვლენები უშიშროების საბჭოს სხდომაზე განიხილა.
„შეხვედრის მონაწილეებმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეს ვენესუელაში ამ წუთებში მიმდინარე მოვლენებს, სამხედრო გადატრიალების მცდელობას“, – განაცხდა ვლადიმერ პუტინის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა.
ხუან გუაიდოს მხარეს გადასულ სამხედროებსა და ნიკოლას მადუროს მხარდამჭერ ჯარისკაცებს შორის დაპირისპირება მოხდა.