ვეინალდუმი - ყველაზე ძალიან გუარდადოს წინააღმდეგ თამაში გამიჭირდა
ვეინალდუმი - ყველაზე ძალიან გუარდადოს წინააღმდეგ თამაში გამიჭირდა

„ლივერპულის“ ნახევარმცველი ჟორჟინიო ვეინალდუმი აცხადებს, რომ ყველაზე რთული მეტოქე, რომელსაც მოედანზე შეხვედრია, არის მექსიკელი ანდრეს გუარდადო. ამის შესახებ ჰოლანდიელმა გამოცემა „გოლთან“ ისაუბრა.

„ყველაზე რთული მეტოქე ანდრეს გუარდადოა. ჩვენ მექსიკას 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე შევხვდით და მატჩის დროს ძალიან ცხელოდა. მაგრამ ანდრესს ეს სრულებით არ ანაღვლებდა. ის წუთითაც არ გაჩერებულა, მე კი მის წინააღმდეგ იმ დღეს პერსონალურად ვთამაშობდი. მართლა ძალიან მძიმე მატჩი გამოდგა“, – ამბობს ვეინალდუმი, – „გუარდადო ბურთს არაჩვეულებრივად ფლობს და მისი შეჩერება იოლი სულაც არ იყო. საბედნიეროდ, ჩვენ ის თამაში მაინც მოვიგეთ“.

ამჟამად 33 წლის გუარდადო ესპანური ბეტისის ფეხბურთელია.