„პარი სენ-ჟერმენის“ ნიდერლანდელი ნახევარმცველი ჯორჯინიო ვეინალდუმი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას, შესაძლოა, „მილანში“ გადავიდეს, – დაწერა თავის „ტვიტერში“ ჟურნალისტმა ჯანლუკა დი მარციომ.
აღნიშნავენ, რომ იტალიის ჩემპიონს ფინანსური მიზეზების გამო, არ შეუძლია გააფორმოს ფეხბურთელის სრულფასოვანი ტრანსფერი. იტალიური კლუბისთვის ყველაზე შესაძლო ვარიანტია ნიდერლანდელის იჯარით აყვანა.
ადრე „პარი სენ-ჟერმენმა“ გამოაცხადა, რომ აპირებს 11 ფეხბურთელის გაშვებას და ამ სიაში ვეინალდუმიც მოხვდა. მასზე აქცენტის გაკეთებას არ აპირებს პარიზელთა ახალი მთავარი მწვრთნელის კრისტოფ გალტიე.