ვეინალდუმი შეიძლება „ინტერში“ გადავიდეს
ვეინალდუმი შეიძლება „ინტერში“ გადავიდეს

მილანის „ინტერი“ ინტერესს იჩენს „ლივერპულის“ ნახევარმცველის ჯორჯინიო ვეინალდუმის მიმართ.

წყაროს ცნობით, იტალიური კლუბის ხელმძღვანელობა უკვე დაუკავშირდა „ლივერპულის“ ხელმძღვანელობას იანვარში შესაძლო ტრანსფერის განსახილველად.

ვეინალდუმი არ არის გარემოს შეცვლის წინააღმდეგი, მაგრამ სანამ „ინტერთან“ კონტრაქტს დათანხმდება, მას სურს ყველა შეთავაზება განიხილოს.

30 წლის ფეხბურთელის მიმდინარე ხელშეკრულება „ლივერპულთან“ 2021 წლის 30 ივნისს იწურება, მაგრამ ინგლისურ კლუბში მასთან კონტრაქტის გაგრძელებისკენ იხრებიან.

ვეინალდუმი „ლივერპულში“ 2016 წლიდან თამაშობს და ამ გუნდში ინგლისის ჩემპიონი და ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული გახდა.

ამ სეზონში ნიდერლანდელმა პრემიერლიგის რვა მატჩში მიიღო მონაწილეობა და შედეგიანი მოქმედება არ ჰქონია.