„პარი სენ-ჟერმენის“ ნახევარმცველი ჯორჯინიო ვეინალდუმი მზად არის ინგლისში დასაბრუნებლად. ფეხბურთელის მიმართ ინტერესს უკვე დიდი ხანია „არსენალი“ იჩენს და თავად ნიდერლანდელიც მზად არის ლონდონში გადასასვლელად, – ამის შესახებ ESPN-მა დაწერა.
ამ მომენტისთვის 31 წლის ვეინალდუმი ტრავმირებულია და სამ კვირას გამოტოვებს კოჭის დაზიანების გამო. ადრე იტყობინებოდნენ იმის შესახებ, რომ ვეინალდუმი უკმაყოფილოა პარიზულ გუნდში საკუთარი მდგომარეობით.
მიმდინარე სეზონში ჯორჯინიო ვეინალდუმმა ყველა ტურნირზე 25 მატჩში მიიღო მონაწილეობა, სამი გოლი გაიტანა და ორი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.