ვატო არველაძე - გოლი შეყვარებულს მივუძღვენი, რომელსაც დაბადების დღე აქვს
ვატო არველაძე - გოლი შეყვარებულს მივუძღვენი, რომელსაც დაბადების დღე აქვს

ევრო 2020-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მესამე ტურში გიბრალტართან (3:0) ვატო არველაძემ სადებიუტო გოლი გაიტანა. კელჩეს „კორონას“ 20 წლის თავდამსხმელმა ჯერ პენალტი გამოუმუშავა, შემდეგ კი დარტყმა ზუსტად შეასრულა.

„მთავარი ისაა, რომ გავიმარჯვეთ, რამაც თავდაჯერებულობა შეგვმატა და დანიასთან თამაში გაგვიადვილდება. რაც შეეხება ჩემს გოლს, ძალიან მიხარია, რომ ნაკრებში არველაძეების ტრადიცია გავაგრძელე და გავიტანე“, – ამბობს ვატო არველაძე.

ეროვნული ნაკრების ახალგაზრდა თავდამსხმელმა აღნიშნა, თუ ვის მიუძღვნა გოლი: „გოლი მთელ საქართველოს და ჩემს ოჯახს მივუძღვენი, განსაკუთრებით კი, ჩემს შეყვარებულს, რომელსაც დღეს დაბადების დღე აქვს“.