ამერიკელმა პრომოუტერმა ბობ არუმმა დაგეგმა მჩატე წონაში WBC-ის, WBO-სა და WBA-ის ჩემპიონისთვის ვასილი ლომაჩენკოსთვის (14-1, 10KO) ბრძოლის ორგანიზება, რომელშიც უკრაინელმა მეოთხე ტიტული (IBF-ის ვერსიით) უნდა მოიპოვოს. შეხვედრა უნდა გაიმართოს 2020 წლის დასაწყისში. ბობ არუმმა ამის შესახებ თავად განაცხადა „ვორლდბოქსინგნიუს“-თან (WorldBoxingNews.net) ინტერვიუში.
„ჩემი მიზანია – მოვაწყო წლის დასაწყისში ლომაჩენკოსთვის ორთაბრძოლა მეოთხე საჩემპიონო ტიტულის მოსაპოვებლად. მისი მეტოქე უნდა იყოს რიჩარდ კომისა და ტეოფილო ლოპესს შორის გამარჯვებული“.
ამ ბრძოლამდე ლომაჩენკომ, შესაძლოა, ბრძოლა გამართოს ავსტრალიაში.