ვასილ მაღლაფერიძე - „ნაციონალური მოძრაობის“ აჭარის ორგანიზაციის ლიდერი მხარდამჭერებს მოუწოდებს, საარჩევნო უბნებთან სირცხვილის კორიდორები მოაწყონ, მნიშვნელოვანია, გავიგოთ, ეს ერთი პარტიის პოზიციაა, თუ - მთელი ოპოზიციის?!
ვასილ მაღლაფერიძე - „ნაციონალური მოძრაობის“ აჭარის ორგანიზაციის ლიდერი მხარდამჭერებს მოუწოდებს, საარჩევნო უბნებთან სირცხვილის კორიდორები მოაწყონ, მნიშვნელოვანია, გავიგოთ, ეს ერთი პარტიის პოზიციაა, თუ - მთელი ოპოზიციის?!

„ნაციონალური მოძრაობის“ აჭარის ორგანიზაციის ლიდერი მხარდამჭერებს მოუწოდებს, არჩევნების მეორე ტურზე უბნებთან სირცხვილის კორიდორები მოაწყონ, ამ ტიპის ქმედებების დაშვება გამოიწვევს უმართავ ძალადობრივ პროცესებს, – ამის შესახებ ლიტერატორი ვასილ მაღლაფერიძე სოციალურ ქსელში წერს.

ვასილ მაღლაფერიძე „ნაციონალური მოძრაობის“ აჭარის ორგანიზაციის ლიდერის, ლევან ვარშალომიძის მიერ ბათუმში, აქციაზე გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება, რომელშიც ვარშალომიძემ მხარდამჭერებს მოუწოდა, 21 ნოემბერს, არჩევნების მეორე ტურზე მობილიზაცია გააკეთონ საარჩევნო უბნებთან და სირცხვილის კორიდორები მოაწყონ.

„ნაციონალური მოძრაობის“ აჭარის ორგანიზაციის ლიდერი მხარდამჭერებს მოუწოდებს, 21 ნოემბერს, არჩევნების მეორე ტურზე მობილიზაცია გააკეთონ საარჩევნო უბნებთან და სირცხვილის კორიდორები მოაწყონ. შეიძლება ვინმეს ასეთი მოწოდება გამოხატვის თავისუფლება ჰგონია, თუმცა, სინამდვილეში,
მოქალაქეებს შორის შუღლის გაღვივებას ისახავს მიზნად. ამ ტიპის ქმედებების დაშვება ქვეყანაში გამოიწვევს ვითარების უკიდურესად დაძაბვას და უმართავ ძალადობრივ პროცესებს. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, გავიგოთ, ეს მხოლოდ ერთი პარტიის პოზიციაა, თუ – მთელი ოპოზიციის?!“, – წერს ვასილ მაღლაფერიძე „ფეისბუქში“.